30 September 2014

საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი

მიმდინარეობს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დასკვნითი სტადია. განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე, შესარჩევი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოში შემავალი ორგანიზაციების - განათლების დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის, ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის წარმომადგენლები.

02 September 2014

განათლება ყველასათვის

2008 წელს გლობალურმა პარტნიორობამ განათლებისთვის დაიწყო გლობალური კამპანია განათლებისთვის დაფინანსება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კოალიციური მოძრაობაა.
ამ მიზნით გლობალურმა კამპანიამ განათლებისთვის დაარსა სამოქალაქო საზოგადოების განათლების ფონდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უშუალოდ აფინანსებს ქვეყნების შიდა კოალიციურ პროექტებს განათლების სფეროში. პროგრამა ფოკუსირებას ახდენს ეროვნული კოალიციების შექმნასა და გაძლიერებაზე, რათა ისინი უფრო ეფექტურად იყვნენ ჩაერთულნი განათლების სფეროს განვითარებაში, ადვოკატირების პროცესში და ხელი შეუწყონ განათლება ყველასათვის მიზნების შესრულებას თავიანთ ქვეყნებში.
მიმდინარე პროექტი, რომელსაც კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო ახორციელებს, განათლება ყველასათვის მესამე და მეექვსე მიზნებიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დახვეწაზე, სკოლის სამეურვეო საბჭოების ქმედითუნარიანობის გაძლიერებაზე, ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაზე საქართველოს სკოლებში და კოალიციური მუშაობის ჩამოყალიბებასა და გააქტიურებაზე სამოქალაქო საზოგადოების მეტი და ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად განათლების სფეროში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრამას კოორდინირებას და ტექნიკურ დახმარებას უწევს გლობალური კამპანია განათლებისთვის.





   

10 August 2014

ინკლუზიური სწავლების საჯარო სკოლებში ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ანგარიში

განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად საქართველოში, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ჩაატარა  სახელმწიფო ინკლუზიურ პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის მონიტორინგი. პროექტს აფინანსებს სამოაქლაქო საზოგადოების განათლების ფონდი. 
ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე: https://docs.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1U3JPZTJjMTN0d1k/edit

09 August 2014

ტრენინგი " წარმატებული ადვოკატირების 5 ეტაპიანი სტრატეგია"

5, 6 და 7 აგვისტოს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს წევრი ორგანიზაციებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი "წარმატებული ადვოკატირების 5 ეტაპიანი სტრატეგია". ტრენინგს უძღვებოდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ასოცირებული ტრენერი ქ-ნი ბუბა ცირეკიძე.
აღნიშნული ტრენინგი გამიზნულია წარმატებული ადვოკატირების სტრატეგიის და ტაქტიკის შესამუშავებლად, მისი დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ტრენინგი კურსი მომზადებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის ჩინელი მხედართმთავრის, სტრატეგისა და ტაქტიკოსის სუნ ძის ნაშრომის "ომის ხელოვნების" მიხედვით. ძველი ჩინეთის შვიდ კლასიკურ სამხედრო ტრაქტატს შორის "ომის ხელოვნება" ყველაზე გავრცელებული და მეტი გავლენის მქონე ნაშრომია. სუნ ძის სისტემას ფართოდ იყენებენ თანამდეროვე ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის.
ტრენინგის პროცესში მონაწილეებმა განიხილეს თეორიული საკითხები და რეალური ქეისის საფუძველზე განახორციელეს ადვოკატირების კამპანიის მოდელირება, რომელიც სტრატეგიის ხუთივე ეტაპს მოიცავდა.






 

15 July 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს საჯარო პრეზენტაცია

4 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს საჯარო პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არაარასამთავრობო სექტორის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეკრებილ სტუმრებს მიესალმა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი  დირექტორი ქ-ნი ირინა ხანთაძე.
კოალიციის გამგეობის თავმჯომარის, ბ-ნი გიორგი მაჩაბელის პრეზენტაცია ეხებოდა კოალიციის მიმდინარე საქმიანობას და მომავალ გეგმებს. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა ბ-მა რევაზ აფხაზავამ წარმოადგინა მოკლე ანგარიში ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შესახებ, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების სააგენტოს ორგანიზებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტის შესამუშავებლად.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-მა ლია გიგაურმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კოალიციის ჩამოყალიბება, რადგან ხშირად, დონორის მიერ დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები არაკოორდინირებულად მოქმედებენ და აქედან გამომდინარე, შედეგი გაცილებით მცირეა, ვიდრე შეიძლება იყოს კოორდინირებული ქმედებისას.
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა არაფორმალურ ვითარებაში გადაინაცვლეს.




04 July 2014

სამუშაო შეხვედრა განათლების სამინისტროში

გუშინ, 3 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახლებური კონცეფცია; მასწავლებლის პროფესიული განვითარების, პროფესიაში შესვლის და კარიერული ზრდის ახალი სქემა; მასწავლებლის დასაქმების (შერჩევის) სისტემა სკოლაში;
შეხვედრას უძღვებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. განხილვაში მონაწილეობდნენ კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორები და განათლების სფეროს ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სქემა მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, რომლის გარშემოც დაიწყო განხილვები და დასრულებულ დოკუმენტად ის ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც პროცესში ჩართული აქტორები მოცემული სქემის საფუძველზე წარმოადგენენ თავიანთ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც შეჯერდება სამინისტროსთან.
ქ-მა ლია გიგაურის ინინციატივით, აღნიშნული პროექტის ნარატიული ვერსია დაეგზავნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებს და ექსპერტებს. რის შემდეგაც, ერთი კვირის თავზე, ისინი წარუდგენენ სამინისტროს თავიანთ მოსაზრებებს.
სამუშაო შეხვედრები და განხილვები მომავლშიც გაგრძელდება.      

მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოს შორის

30 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
 შეხვედრაზე ხელი მოეწერა სამინისტროსა და კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანასწორუფლებიან თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებასა და საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზოგადი განათლების საკითხებზე.
მემორანდუმის მიზანია ზოგადი განათლების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად საქართველოში-პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზაცია, ზოგადი განათლების განვითარების საკითხებზე პოლიტიკის დიალოგის წარმართვა და ამ პროცესში საზოგადოების მეტად ჩართვა.
ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალობას და მასში დაინტერესებული აქტორების ჩართვას.









შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

პროექტის ფარგლებში, 6 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა შეხვედრა კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოს და სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. კოალიციიის წევრმა ორგანიზაციამ მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის წარმოადგინა ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სკოლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობაზე.
მონიტორინგი ჩატარდა საქართველოს 22 საჯარო სკოლაში. მონიტორინგის ინსტრუმენტი შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით. გარდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლებისა, სკოლების წარმომადგენლებისაგან ანკეტის ბოლოს დართული კითხვებით, რომელიც მართალია სცდებოდა მონიტორინგის მიზანს, მონიტორინგის ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციას რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს სკოლაში და რამდენად მოიცავს სკოლის ინკლუზიური პროგრამა სხვადასხვა საჭიროების მქონე შშმ ბავშვებს. სკოლაში შშმ ბავშვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევები და მიზეზები, რამდენად მორგებულია სასწავლო მასალა და ინვენტარი შშმ ბაშვების საჭიროებებზე. მუშავდება თუ არა ინდივიდუალური პროგრამები შშმ ბავშვებისათვის.
ზოგადი შეფასებით, არცერთი ის საჯარო სკოლაც კი, სადაც ინკლუზიური სწავლება დანერგილია, თანაც ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს რეგლამენტს. თითოეული ეს სკოლა, მხოლოდ ნაწილობრივ არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის იმ რეგლამენტითაც კი, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არის სრული. გამოიკვეთა, რომ საქართველოში არ არსებობს არამარტო ინკლუზიური განათლებისთვის აუცილებელი სტანდარტები, არამედ, ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტი. 
შეხვედრის მსვლელობისას მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა ნორვეგიული სტანდარტის (უნივერსალური დიზაინის) გადახედვა და საქართველოს რეალობასთან მისი ადაპტირების გზების განსაზრვრა. შედეგად დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისთვის.

 

03 July 2014

საერთაშორისო კვირეული

საერთაშორისო კვირეული


კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოს ორგანიზებით 4-10 მაიის ჩატარდა ინკლუზიური განათლებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კვირეული: თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა:განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა.

სხვადსხვა ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 218 სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, 99 საჯარო სკოლამ, 99 სასკოლო სამოქალაქო კლუბმა და 4146 სკოლის მოსწავლემ.

კვირეული ერთდროულად მსოფლიოს 96 ქვეყანაში გაიმართა.

03 June 2014

საერთაშორისო კვირეული - სოლიდარობის აქცია რუსთავში

საქალაქო აქცია: კვირეულის ფარგლებში, 9 მაისს, რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე მოეწყო საქალაქო აქცია, რომლეშიც მონაწილეობა მიიღო 180- დე რუსთაველმა მოქალაქემ (სამოქალაქო კლუებბის წევრები, პედაგოგები, ქალაქის მაცხოვრებლები). აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეთანხმდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. აქციაზე მოვიწვიეთ დარეგისტრირებული ქალაქის მერობის 3 კანდიდატი, რეგიონული ტელევიზია, პარტნიორი სკოლები და ორგანიზაციები.

აქცია დაიწყო 18 საათზე. ახალგაზრდებმა მოიტანეს და გამოფინეს საკუთარი შექმნილი პოსტერები და ნახატები. გვეწვია მერობის 2 კანდიდატი: მამუკა ჩიქოვანი და ალექსანდრე კობაიძე. მათ ახალგაზრდებს გააცნეს თავიანთი დამოკიდებულება კვირეულის თემატიკასთან, დააფიქსირეს თავიანთი ხედვა საჭიროებებსა და მოგვარების პერსპექტივებზე.

აქციის მონაწილეებმა მოედანზე მყოფ საზოგადოებას დაურიგეს პუბლიკაცია, თვითონაც სხვა მსურველებსაც მოუხატეს სახე სპეციალური მარკერებით.

აქციის ბოლოს, მონაწილეებმა გაუშვეს სიმბოლური ფრანები.

რეგიონულმა ტელევიზიამ გაამზადა და გააშუქა სიუჟეტი კვირეულის შესახებ.





შშმ პირების პორტრეტების ფოტოგამოფენა

7 მაისს, კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 36 პირის პორტრეტებს გამოფენა.
აპრილის თვეში ასოციაციაანიკამჩაატარა საქველმოქმედო ფოტოსესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15-მა ქართველმა პროფესიონალმა და დამწყებმა ფოტოგრაფმა.
მიღებული ფოტოები გადაარჩია ცნობილმა ფოტოგრაფმა ზურაბ წიბახაშვილმა.
ფოტოები საგამოფენო სივრცეში სრული ერთი დღის განმავლობაში დარჩა და ნებისმიერ მსურველს ქონდა საშუალება ფოტოების დათვალიერებინა. გამოფენას დაესწრო თბილისის მერიის წარმომადგენლები, ორგნიაზაციაანიკასწევრები და მათ ბენეფიციარები , მათ შორის ყველა მათგანი, ვისი პორტრეტიც გამოფენილი იყო გამოფენაზე, შშმ პირების ოჯახის წევრები, მეცნიერებისა და განათების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, თბილისისა და რუსთავის საჯარო  სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები.


გამოფენას 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.