განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვისსაერთაშორისო ინსტიტუტი
განათლების
პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მისიაა ფასილიტაცია
გაუწიოს განათლების რეფორმის ეფექტურ დანერგვას და ხელი შეუწყოს ხარისხიანი
მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებას განათლების სისტემაში.2002 წლიდან
მოყოლებული, ორგანიზაცია გამორჩეულ როლს ასრულებს ქვეყნის განათლების სისტემის რეფორმირებაში.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა
მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფის
ფორმირებას, ასევე კონსტიტუციის 35-ე მუხლში ცვლილების შეტანას 2003 წლის ივნისში
- სავალდებულო განათლების 6-დან 9 წლამდე გაზრდას.
კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრი ქართული ორგანიზაციაა დაარსებული 1999 წელს. საუკეთესო
მენეჯმენტის პრაქტიკის და კარგი მართვის იდეების დანერგვით კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრი აძლიერებს ადგილობრივ ადამიანურ და ორგანიზაციულ კაპიტალს და ამ
მხრივ საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის
ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ორგანიზაცია ჩართული გახლდათ ამერიკის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს განათლების მენეჯმენტის პროექტში, რომ დახმარება გაეწია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სკოლის ფინანსირების
ინოვაციური მიდგომების დასანერგად. 2010 წლიდან კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო
განათლების და მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამის პარტნიორია.
ასოციაცია სკოლა,
ოჯახი, საზოგადოება დაარსდა 2002 წლის 26 დეკემბერს. ის წევრობაზე დაფუძნებული
ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგიური და თემის რესურსების კონსოლიდაციას
საუკეთესო საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად ბავშვების და მოზარდების ფიზიკური,
გონებრივი, სოციალური და სულიერი განვითარებისთვის. ასოციაცია მუშაობს მოზარდებსა
და ზრდასრულებს შორის წერა-კითხვის, კომუნიკაციის, კრიტიკული და კრეატიული
უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ასოციაცია შემდეგი ეროვნული და საერთაშორისო
ორგანიზაციების წევრია: კითხვის საერთაშორისო ასოციაცია, განათლებისა და რესურსის
საერთაშორისო ქსელი, დემოკრატიზაციისა და განათლების სისტემის ფინანსური
გამჭირვალობის კოალიცია
საქმიანობა დაიწყო
1999 წლიდან. სიქა ორიენტირებულია კრიტიკული და კრეატიული აზროვნების
განვითარებაზე არაფორმალური სწავლების მეშვეობით, ხელს უწყობს თანამედროვე
სწავლების ტექნიკის გამოყენებას და მოზარდების აქტივობებში ჩართულობას. სიქა
მდებარეობს ქალაქ რუსთავში და ძირითად საქმიანობას ქვემო ქართლის რეგიონში
ეწევა.
ორგანიზაციის
საქმიანობა მოიცავს პედაგოგთა ტრენინგებს, ბანაკების და სხვადასხვა აქტივობების
ორგანიზებას მოსწავლეთათვის, კლუბებსა და სექციებს შექმნას (დებატები, ეკოლოგია,
იურიდიული, საგანმანათლებლო და კოოპერატიული პროექტები და სხვა)
ხელმისაწვდომი
გარემო ყველასთვის დაარსდა 2011 წელს და წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა ორგანიზაციას, სადაც წევრთა
უმრავლესობა გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ორგანიზაციის ხედვაა საზოგადოება,
რომელიც თანაბრად ეპყრობა ყველა საკუთარ წევრს. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს
და ადვოკატირება გაუწიოს შშმპ უფლებებს, რათა უზრუნველყოს მათთვის თანაბარი წვდომა
ყველა იმ სერვისზე, რომლითაც სარგებლობენ საზოგადოების დანარჩენი წევრები
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ოფიციალურად
2013 წლის 30 მაისს დაფუძნდა. თუმცა, როგორც არარეგისტრირებული ქსელი ის ჯერ კიდევ
2011 წელს ჩამოყალიბდა. ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე
დიდი პედაგოგთა პროფესიული ასოციაციაა - ამ დროისთვის ორგანიზაციაში 519 წევრია გაერთიანებული.
ორგანიზაცია ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სთავაზობს რა პედაგოგებს
ტრენინგებს და სხვადსხვა სერვისებს, ჩართულია პოლიტიკის დიალოგში განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან და ადვოკატირებას უწევს სამოქალაქო განათლების საგანს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
სპმთპ აერთიანებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საგანმანათლებლო სისტემაში-საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულებს. სპმთპ არის თავისუფალი, ნებაყოფლობითის პრინციპსა და დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არის წევრი მასწავლებელთა მსოფლიო გაერთიანების "განათლების ინტერნაციონალის"(EI), ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტისა(ETUCE) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების. სპმთპ-ს ამოცანებია განათლების სისტემაში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლოებლივი უფლებების დაცვა; პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდაჭერა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ქვეყანაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ადვოკატირება.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ დაარსდა 2009 წელს, რომლის მისიაა საგანმანათლებლო დებატების სწავლება, პოპულარიზაცია და გავრცელება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ახალგაზრდების აქტიური ჩართვა აკადემიურ - პრაქტიკულ ღონისძიებებში, დებატის კულტურის ჩამოყალიბება და ფორმალური კამათის სწავლება.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიმდინარე საქმიანობიდან გამოიყოფა სამი ძირითადი მიმართულება ესენია: დებატების სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში, დებატების სწავლება სკოლებში, ბანაკები დებატებსა და საჯარო გამოსვლებში. ორგანიზაციის მიზანია დებატების კულტურის დანერგვის გზით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა, ასევე, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლებამდე მიტანა