26 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო და ნიდერლანდების მულტიპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდა "აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი", რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურმა პარტიებმა და განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს განათლების საკითხებზე მხარეებს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, განათლების და მეცნიერების, როგორც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტის, შესაბამისად წარმოჩენას და სამოქალაქო თანხმობის ფორმირებას განათლების ძირეული საკითხების ირგვლივ. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მინაწილეობას იღებდა რვა პოლიტიკური პარტია. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის წარმმადგენლები.
სამუშაო შევხედრამდე რამოდენიმე ხნით ადრე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დაეგზავნათ ელექტრონული კითხვარი, რამაც ერთის მხრივ, პარტიებს საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა და მიდგომები განათლების და მეცნიერების საკვანძო საკითხების მიმართ და ასევე, მოწოდებულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დიალოგის პროცესის წარმართვაში.
მრგვალი მაგიდის მსველობისას კოალიციამ წარმოადგინა კითხვარის შეჯამებული ანგარიში.
პასუხებიდან გამომდინარე, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჯარო განათლების სისტემა სრულად უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური და რელიგიური ჩარევისაგან.
გამოკითხული პარტიების ნახევარი ამბობს, რომ პარტიის პლატფორმიდან გამომდინარე, განათლება იქნება მთავარი პრიორიტეტი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ნაწილისთვის კი ის იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ყველა პარტია თანხმდება, რომ განათლების სისტემის არსებული დაფინანსება არასაკმარისია გამოწვევების დასაძლევად, თუმცა, პარტიების უმრავლესობას დაფინანსების მოცულობის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტების გადანაწილების გზით მიაჩნია შესაძლებელი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით მიიღწევა. მხოლოდ ორი პარტია ფიქრობს, რომ განათლების დაფინასების გაზრდა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი ზრდის შედეგი უნდა იყოს.
პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლების დაფინანსების წილი მშპ-თან მიმართებაში გარკვეული დროის მანძილზე სულ მცირე 1.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ არსებული დაფინასება არ ნაწილდება მართებულად.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია სისტემის დეცენტრალიზაციის მომხრეა, აქედან ხუთ პარტიას ნაწილობრივი და ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია მიაჩნია მართებულად, ორი პარტია კი სრული დეცენტრალიზაციის იდეას იზიარებს.
პარტიების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ განათლების განვითარების ხედვა უნდა იყოს თანმიმდევრული, შეთანხმებული და გრძელვადიანი, რომელიც არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ხელისუფლების ცვლილებებზე და პოლიტიკურ რყევებზე.
პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობსთან დაკავშირებით და საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების განვითარებისა და გაძლიერების თაობაზე.
გარდა გამოკითხვის ფარგლებში დაფიქსირებული პასუხებისა, დისკუსიის პროცესში პარტიების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ხედვა ისეთი თემატურ და სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის მანძილზე სწავლა, სკოლების ინსტიტუციური განვითარება, უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა განათლებასთან მიმართებაში, განათლების მრავალფეროვნება, სკოლამდელი განათლების პრიორიტეტულობა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის მომდევნო ეტაპის და მისი ფორმატის შესახებ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობაზე. პარტიების მხრიდან აღინიშნა, რომ ეფექტურობის თვალსაზრისით, უმჯობესი იქნება, თუკი კოალიცია ფასილიტაციას გაუწევს უფრო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს, რომელიც მეტად წარმომადგენლობითი გახდება და პოლიტიკური პარტიების გარდა, მასში ჩაერთვებიან მედიის წარმომადგენლები, განათლების და მის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამასთან დაკავშირებით შეთანხმდენ, რომ კოალიცია ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს ფორმატს, რომლის მხარეებთან შეჯერების შემდეგ მოამზადებს მომდევნო, უკვე კონკრეტულ თემატურ შეხვედრას.
ამგვარი თანამშრომლობის საბოლოო მიზანია განათლების თემის აქტუალიზაცია როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ დღის წესრიგში და განათლების ძირეულ საკითხებზე საზოაგდოებრივი თანხმობის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს განვითარების გრძელვადიანი, თანმიმდევრული და შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბებას.