კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო ულოცავს
პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.
კოალიცია აცნობიერებს და აღიარებს მასწავლებლის განსაკუთერებულ
მნიშვნელობას როგორც მსოფლიოს მდგრადი განვითარების პროგრამის, ასევე განათლების ეროვნული
მიზნების შესრულებაში და, თავის პარტნიორებთან ერთად, ულოცავს საქართველოს პედაგოგებს
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და უცხადებს მხარდაჭრას მათ ურთულეს საქმიანობაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება, რომელიც
ეფუძნება განათლებული, აქტიური მოქალაქის აღზრდას შეუძლებელია მიღწეულ იქნეს კვალიფიცირებული,
მოტივირებული მასწავლებლის გარეშე, რომლის საქმიანობაც აღიარებული და დაფასებულია საზოგადოების
და სახელმწიფოს მიერ.
ამ პრინციპებიდან გამომდინარე, კოალიცია, რომელშიც სხვა
ორგანიზაციებთან ერთად, შედიან საქრთველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
და მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციები, დაარსების დღიდან საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ
განმსაზღვრელ მიმართულებად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ადვოკატირებას
მიიჩნევს.
გვჯერა, რომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარების და კარიერული ზრდის“ სქემის ამოქმედება თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისია
საქართველოს პედაგოგებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ სქემის იმპლემენტაციის მონიტორინგს
და მხარდაჭერას. იმედს ვიტოვებთ, რომ სქემის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მასწავლებლების
შემოსვლას პროფესიაში და პედაგოგის საქმიანობა რეალურად დაფასებული გახდება ჩვენს ქვეყანაში.
კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო კიდევ
ერთხელ ულოცავს პედაგოგეგბს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, უსურვებს მათ სქემაში
წარმატებით ჩაბმას და პროფესიული მიზნების ეფექტიან განხორციელებას.