კოალიცია „ განათლება ყველასათვის - საქართველო „
2013 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა განათლების სფეროში მოღვაწე 6 საზოგადოებრივი ორგანიზაციის
მიერ. კოალიციაში შედიან: 1.კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (პროექტის განხორციელებაზე
პასუხისმგებელი) 2.განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
3. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის 4. ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება
5. სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 6. სამოქალაქო განათლების
პედაგოგთა ფორუმი. კოალიციის წევრებს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი,
უახლოეს მომავლაში კოალიციას შეემატება რამოდენიმე ახალი წევრი, რაც ხელს შეუწყობს
კოალიციას გაზარდოს როგორც მოქმედების და
დაფარვის, ასევე გავლენის არეალი. კოალიციის
წევრი ორგანიზაციების უფლებამოსილი პირები წარმოადგენენ კოალიციის გამგეობას.
კოალიციის მისიაა განათლება ყველასათვის მიზნების მიღწევის ადვოკატირება საქართველოში. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.
კოალიციის მისიაა განათლება ყველასათვის მიზნების მიღწევის ადვოკატირება საქართველოში. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.
კოალიცია გლობალური
კამპანია განათლებისთვის წევრია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო
მოძრაობაა და რომლის მისიაა ზეგავლენა მოახდინოს მთავრობებზე, რათა მათ უზრუნველყონ
თითოეულის უფლების რეალიზება მიიღოს ხარისხიანი განათლება. საერთაშორისო კოალიცია მოქმედებს
იუნესკოს ეგიდით, განათლება ყველასათვის
დეკლარაციის ფარგლებში. უფრო ვრცლად გლობალური კამპანია განათლების შესახებ იხილეთ
ბმული:
განათლება ყველასათვის
- საქართველო ფოკუსირებას ახდენს განათლება ყველასათვის მე-3 და
მე-6 მიზნებზე, კერძოდ: ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა და გაუმჯობესება ზოგადი
განათლების სისტემაში; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება;
სკოლის მართვის სისტემაში თემის მონაწილეობის გაძლიერება;
ახლახანს, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად კოალიციამ
4-10 მაისის ჩათვლით ჩაატარა მასშტაბური კვირეული: თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა.
კვირეულის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებში ჩართული იყო 100 მეტი სკოლა, სამოქალაქო
განათლების პედაგოგი, სასკოლო სამოქალაქო კლუბები, შშმპ, მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია
და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კვირეული ერთდროულად მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ჩატარდა.