7 მაისს,
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თანამედროვე
ხელოვნების მუზეუმში ჩატარადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 36 პირის პორტრეტებს გამოფენა.
აპრილის
თვეში ასოციაცია „ანიკამ“ ჩაატარა საქველმოქმედო ფოტოსესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15-მა ქართველმა პროფესიონალმა
და დამწყებმა ფოტოგრაფმა.
მიღებული
ფოტოები გადაარჩია ცნობილმა ფოტოგრაფმა ზურაბ წიბახაშვილმა.
ფოტოები
საგამოფენო სივრცეში სრული ერთი დღის განმავლობაში
დარჩა და ნებისმიერ მსურველს
ქონდა საშუალება ფოტოების დათვალიერებინა. გამოფენას დაესწრო თბილისის მერიის წარმომადგენლები, ორგნიაზაცია „ანიკას“ წევრები და მათ ბენეფიციარები
, მათ შორის ყველა მათგანი, ვისი პორტრეტიც გამოფენილი
იყო გამოფენაზე, შშმ პირების ოჯახის
წევრები, მეცნიერებისა და განათების სამინისტროს
წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები,
სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების
უფროსკლასელი მოსწავლეები.
გამოფენას 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.