2015 წლის მაისში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა საერთაშორისო კვირეული "აირჩიე განათლება". "განათლება ყველასათვის" 'დეკლარაციის ფარგლებში, "გლობალური კამპანია განათლებისთვის" მხარდაჭერით ტარდება კვირეული, რომელიც ყოველ წელს განათლებასთან დაკავშირებულ სხვასხვა თემას ეძღვნება.
კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 35 სკოლის მოსწავლე საქართველოს შვიდი რეგიონიდან. სტუდენტებმა რამოდენიმე თემა განიხილეს:
· მოსწავლეთა მონაწილეობა ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში;
· თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის (გენდერის, ეთნიკური კუთვნილების, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა განსხვავებების მიუხედავად);
· დემოკრატია სკოლაში და მოსწავლეთა როლი სასკოლო დემოკრატიის პროცესში;
· მოსწავლეთა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობა ხარისხიანი განათლებისათვის;
· მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი ხარისხიანი განათლების ადვოკატირებისათვის;
1-5 ივნისს, კონფერენციის მონაწილე მოსწავლეები თავთავიანთ სკოლებში თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით განახორციელებენ სხვადსხვა აქტივობებს ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობისთვის.
კოფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.
.