30 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველოში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა სამინისტროსა და კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანასწორუფლებიან თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებასა და საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზოგადი განათლების საკითხებზე.
მემორანდუმის მიზანია ზოგადი განათლების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა განათლება ყველასათვის მიზნების მისაღწევად საქართველოში-პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზაცია, ზოგადი განათლების განვითარების საკითხებზე პოლიტიკის დიალოგის წარმართვა და ამ პროცესში საზოგადოების მეტად ჩართვა.
ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალობას და მასში დაინტერესებული აქტორების ჩართვას.