17 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველოს წლის შემაჯამებლი კონფერენცია და კოალიციის მიერ ინიცირებული მედია კონკურსის "აირჩიე განათლება" გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საზოგადოებრივი სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე კოალიციამ წარადგინა სიმონ ჯანაშიას და რევაზ აფხაზავს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი "დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში" (დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1WWdfd0p6NHMzQzA/view?usp=sharing), რომელიც ეფუძნება ხედვას, რომ სკოლების ინსტიტუციური განვითარებისთვის და შესაბამისად, ხარისხიანი ზოგადი განათლების მისაღწევად, სახელმწიფომ უნიფიცირებული მიდგომის ნაცვლად უმჯობესია შეიმუშაოს სკოლების მართვის და დაფინანსების დიფერენცირებული პოლიტიკა, სადაც გათვალისწინებული იქნება სკოლების ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები.
საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ილიაუნის მოწვეულმა პროფესორმა, განათლების ექსპერტმა გიორგი გახელაძემ. მომავალში კოალიცია გეგმავს ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას და მისი რეალიზაციის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.
გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, კოალიციამ საზოგადოებას წარუდგინა 2015 წლის მანძილზე მომზადებული რამოდენიმე კვლევის ანგარიში:
"ზოგადი განათლების დაფინანსება საქართველოში", ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა ჩახაია კოალიციასთან განათლება ყველასათვის - საქართველო თანამშრომლობით
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1ZHMtWUxadURXdWc/view?usp=sharing,
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1UjJWT3h0WE94aEE/view?usp=sharing
"განათლების სფეროს გაშუქება მედია საშუალებებში", კომპანია ACT კოალიციასთან განათლება ყველასათვის - საქართველო თანამშრომლობით
https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1UjJaNS1DN2ZnTlk/view?usp=sharing
კონფერენციის მეორე ნაწილში გაიმართა განათლების თემაზე შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის "აირჩიე განათლება" გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება. კონკურსის მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს, ნომინაციაში "2015 წლის საუკეთესო პუბლიკაცია" სტატიისთვის მთავარი გამოწვევა ინკლუზიური განათლებისთვის - ხარისხის უზრუნველყოფა (http://liberali.ge/articles/view/19636/mtavari-gamotsveva-inkluziuri-ganatlebistvis--khariskhis-uzrunvelyofa-) და მარიკა დუდუნიას და ნათია ზარდიაშვილს ნომინაციაში "2015 წლის საუკეთესო ტელესიჟეტი" ჟურნალისტური მოკვლევისთვის წარსულში ჩარჩენილი სამხატვრო აკადემია (https://www.youtube.com/watch?v=PtBfZ8jetaw). სამახსოვრო პრიზები კვალიფიციური ტელესიუჟეტების მომზადებისთვის გადაეცათ ტელეჟურნალისტებს თამარ ილურიძეს და ირმა ზოიძეს.